ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

უსუფაშვილი: ქართული ოცნება სრული სვლით აგრძელებს ქვეყნის აღმშენებლობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, "კოალიცია ქართული ოცნება სრული სვლით აგრძელებს ქვეყნის აღმშენებლობას."

„დღეს პარტიამ საეტაპო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, მაგრამ ისეთი გუნდი შექმნა, რომელიც წარმატებულად გაუძღვება პარტიას. არჩეულია გამოცდილი პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული პოლიტსაბჭო, რომელშიც უხვად არიან დეპუტატები. ეს მე ძალიან მიხარია, რადგან გაგვიადვილებს მუშაობას პარლამენტში. კოალიცია ქართული ოცნება სრული სვლით აგრძელებს ქვეყნის აღმშენებლობას", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები