თბილისის მერის პოსტი

ზაზა პაპუაშვილისთვის თბილისის მერობაზე ნარმანიას კანდიდატურა მიუღებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზაზა პაპუაშვილისთვის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა მიუღებელია. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ გამოჩნდებიან მერობის კანდიდატები, რომლებსაც ნარმანია მეტოქეობას ვერ გაუწევს.

"კოალიციის პოლიტსაბჭოსგან განსხვავებული აზრი მაქვს. დავით ნარმანიას კანდიდატურას თბილისის მერად ვერ განვიხილავ. ნარმანია, როგორც თბილისის მერის კანდიდატი, ჩემთვის მისაღები არ არის. მას პიროვნულად არანაირად არ ვეხები. როგორც მინისტრმა, ბევრი რამ შესანიშნავად გააკეთა. თბილისი ცოტა სხვა თემა მგონია - სხვა მგრძნობიარებაა. ამ შემთხვევაში ბევრი რამის გათვალისწინება უნდა მოხდეს. თბილისმა ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გადაიტანა. ეს ქალაქი მუდმივი ბრძოლის რეჟიმში იყო და, რომ ვერ წააქცია იმ ჯალალედინმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია, ამიტომაც გადაიტანა პარლამენტი ქუთაისში. თბილისში შესძლებს, თავად ჩამოყალიბდეს მერობის კანდიდატურაზე და გამოინახება ღირსეული ადამიანი. გამოჩნდებიან მერობის კანდიდატები, რომელსაც ნარმანია მეტოქეობას ვერ გაუწევს" - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები