საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს კიდევ 2 წლით ნატახტარი დაასპონსორებს

gbf.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და კომპანია ნატახტარს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ნატახტარი ბოლო წლების მსგავსად, კიდევ 2 წელი იქნება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სპონსორი.

ნაკრების კალათბურთელებს 2011 წლიდან ნატახტარის ერთ-ერთი ბრენდის, ქარვას სახელწოდება აწერიათ.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა კომპანია ნატახტარის მარკეტინგის სამსახურის უფროსს თორნიკე ნიკოლაიშვილს ნატახტარის ლოგოიანი ნაკრების მაისური და ნაკრების წევრთა ავტოგრფებიანი საკალათბურთო ბურთი გადასცა.

"უკვე სამი წელია, რაც კომპანია ნატახტართან ვთანამშრომლობთ. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ დიდი დახმარება გაუწია კალათბურთის ფედერაციას, როგორც გენერალუმა სპონსორმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ,,ნატახტართან'' თანამშრომლობა კიდევ 2 წლით გრძელდება და ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას დახვდება ბიუჯეტში ის 260 ათასი ლარი, რომელიც კალათბურთის განვითარებას მოხმარდება," - განაცხადა ბესიკ ლიპარტელიანმა.

კომენტარები