ნულანდის ვიზიტი

ვიქტორია ნულანდმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო

topnews.in

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ნულანდი საქართველოს პრემიერმინისტრს, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმცირესობასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს. შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა. 

ერთდღიან ვიზიტს ვიქტორია ნულანდი დღის მეორე ნახევარში, პრესკონფერენციაზე შეაჯამებს. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიქტორია ნულანდი თბილისიდან მოსკოვში გაემგზავრება. 

კომენტარები