სასჯელაღსრულების დაწესებულება

სასჯელაღსრულების #19 დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა

http://www.mcla.gov.ge/

ქსნის #19 ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრში მსჯავრდებულმა ს.რ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, ს.რ.-ს ტუბერკულოზის მწვავე ფორმა აღენიშნებოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა.

"მსჯავრდებულს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა როგორც სხვა მსჯავრდებულებთან, ისე დაწესებულების ადმინისტრაციასთან. როგორც მსჯავრდებულის პირადი საქმიდან ირკვევა, 1972 წელს დაბადებული ს.რ. არაერთხელ იყო ნასამართლევი. თვითმკვლელობის მიზეზად, პირადი და ოჯახური პრობლემები სახელდება. თანასაკნელების საუბრიდან ირკვევა, რომ ს.რ. ბოლო პერიოდში გულჩათხრობილი გახდა. მსჯავრდებული უკიდურეს გაჭირვებას და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას მწვავედ განიცდიდა. ს.რ-ს თვითმკვლელობის შესახებ, დაწესებულების ადმინისტრაციას მსჯავრდებულის თანასაკნელმა აცნობა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს", - აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები