სასჯელაღსრულების დაწესებულება

ქუთაისის ციხეში ლევან ბობოხიძე და ზურაბ ჯიბუხაია შიმშილობენ

netgazeti.ge

ქუთაისის მე-2 საპყრობილეში პატიმრები მე-2 დღეა შიმშილობენ. ისინი სასამართლო პროცესების გაჭიანურებას აპროტესტებენ. ამ ინფორმაციას დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის ადვოკატი, რობინზონ ხურცილავა ავრცელებს. მისი თქმით, მოშიმშილეთა შორის თავად ლევან ბობოხიძე და ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია არიან.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით კი, მხოლოდ ლევან ბობოხიძე შიმშილობს. 

კომენტარები