Spotlight

ქართული მარკეტინგული ღონისძიება SPOTLIGHT დღეს ჩატარდა

დღეს ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight პირველად ჩატარდა. დღევანდელ ღონისძიებაზე სიტყვით 14 სპიკერი გამოვიდა. თითოეულმა 13 წუთის განმავლობაში, დამსწრეებს საკუთარი ცოდნის და გამოცდილების შესახებ სპეციალური პრეზენტაციების მეშვეობით უამბეს. ღონისძიების ორგანიზატორის სოფო მუსერიძის თქმით, პროექტის მიზანია ბიზნესის და მარკეტინგის სფეროების განვითარება.

"ეს არის პირველი მარკეტინგული ღონისძიება საქართველოში spotlight, რომელიც პირველად წელს ტარდება. მისი მიზანია, ბიზნესისა და მასში ჩართული კომპანიების განვითარება. ეს შესაძლებელია ახალი სივრცის შექმნით, სადაც გამოცდილი პროფესიონალები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ თავიანთ კოლეგებს და ყველა დაინტერესებულ პირს. პროექტი უნიკალურია იმით, რომ ფორმატი განსხვავებული და არასტანდარტულია, 14 წამყვანი მარკეტერი 13 წუთის მანძილზე ყვებიან საკუთარ თავზე, კომპანიასა და წარმატებაზე. ამრიგად, ეს არ არის ჩვეულებრივი მოსაწყენი ლექცია ან სემინარი" - ამბობს მუსერიძე და აღნიშნავს, რომ დღევანდელი ღონისძიება უნიკალურია თავისი მასშტაბითაც, რადგან მას 200 დელეგატი დაესწრო.

დღევანდელ ღონისძიებაზე პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს 14-მა წამყვანმა მარკეტერმა. სიტყვით გამოვიდნენ ოთო ფერაძე (OTO | DEV ), ლაშა გოგუა (Bank Constanta), თორნიკე გურული (Bank Of Georgia), თეონა ბაღდავაძე (Beeline), გიგა ხატიაშვილი (919), მარიკა დარჩია (Palitra Media), გიორგი პოპიაშვილი (JWT METRO), ვატო ქავთარაძე (WindFor’s), ნინო ჯიბლაძე (Gulf Georgia), სოსო გალუმაშვილი (GEPRA), ნინო ეგაძე (Red Bull), მაკა ყუფარაძე (BOC - Global Events Group), ლევან ლეფსვერიძე (Leavingstone), ლევან ბახია (Sarke AD studio).

ღონისძიების ორგანიზატორია პირველი ქართული ინტერნეტჟურნალი ბიზნესზე - marketer.ge, ოქროს სპონსორია Tbilisi Mall, გენერალური სპონსორი - Veritas Brown Caucasus. ტექნოლოგიური პარტნიორი Huawei. ოფიციალური პარტნიორი OTO|DEV. მხარდამჭერი: ჯეპრა, ინტერნეტტელევიზია Focus TV. მედიაპარტნიორები: რადიოპალიტრა, კვირის პალიტრა, ჟურნალი გზა, Forbes, EGO, Bpn.ge, Palitratv.ge, Ipn.ge, Caucasian Business Week, ტაბულა, Pink.ge, Marketer.ge.

კომენტარები