Spotlight

პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight 8 ივნისს გაიმართება

პირველ ქართულ მარკეტინგულ ღონისძიებას Spotlight 8 ივნისს ექსპოჯორჯია უმასპინძლებს. პროექტის ორგანიზატორია Marketer.ge - ონლაინჟურნალი ბიზნესის შესახებ.

პროექტის მენეჯერის ნინო ახალაიას განცხადებით, Spotlight 2014 მის წინამორბედთან შედარებით უფრო მეტად მასშტაბური იქნება და 300 დელეგატი ეყოლება.

Spotlight-ის სპიკერების შესახებ ინფორმაცია www.spotlight.ge-ზე გამოქვეყნდება.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები 20 მაისიდან Biletebi.ge-ზე გაიყიდება და საწყისი ფასი 25 ლარი იქნება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან - კომპანია ACT, სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა". ოფიციალური პარტნიორები: OTO|DEV, LIG Studio, და REMBOW, მხარდამჭერები: კასტელი, Diefenbach, Mymaika.ge.

მედიაპარტნიორები: TV11, PalitraTV, ტაბულა, რადიო იმედი, ჟურნალი გზა, Ipn.ge, Bpn.ge, Caucasus Business Week, Wis.ge, Feme.ge, News.ge, Myvideo.ge Marketer.ge.

პროექტის ოფიციალური Facebook გვერდი: http://www.facebook.com/spotlightge

კომენტარები