პრეზიდენტის ინტერვიუ

მარგველაშვილი: რუსეთმა ამოწურა საქართველოზე ზეწოლის პოზიტიური პოტენციალი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, "რუსეთს ამოწურული აქვს საქართველოზე ზეწოლის პოზიტიური პოტენციალი, რომელიც შესაძლოა სხვა ქვეყნებთან აქვს შემორჩენილი". ამის შესახებ მარგველაშვილმა გაზეთ კვირის პალიტრას უთხრა. მისი თქმით, "რუსეთის ფედერაციის ლოგიკამ უკრაინის საკითხში დაგვანახა, რომ რუსეთის პოლიტიკური ხედვა შესაძლოა გავრცელდეს აღმოსავლეთპარტნიორობის სხვა ქვეყნებზეც".

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება, არც განგაშს ვტეხთ და არ ვამბობთ, რომ მგელი მოდის, მაგრამ წინარე გამოცდილება, უკრაინის მაგალითი, გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია ასეთი ხედვა არსებობდეს. მაგრამ ამ საფრთხეებს რომ ავწონით, ვხედავთ, რომ რუსეთს ამოწურული აქვს საქართველოზე ზეწოლის, ასე ვთქვათ, ზეწოლის პოზიტიური პოტენციალი, რომელიც შესაძლოა სხვა ქვეყნებთან აქვს შემორჩენილი. ჯერჯერობით, რუსეთ-საქართველოს შორის არ არსებობს ისეთი პოზიტივი, რაზეც პედალირებით ის შეძლებს საქართველოს თავისუფალი არჩევანის შეცვლას. და კიდევ, მე არ ვიცი სხვა სახელმწიფო საქართველოს გარდა, რომელიც ასე კონსოლიდირებული იქნებოდა თავის ევროპულ არჩევანში" - ამბობს გიორგი მარგველაშვილი გაზეთ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კომენტარები