პრეზიდენტის ინტერვიუ

მარგველაშვილი მცოცავ ოკუპაციაზე: ამას ალბათ, უფრო მცოცავი ბორდერიზაცია ჰქვია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლებაში რამე სერიოზულ ან სამხედრო-სტრატეგიულ, გეოპოლიტიკურ შტრიხებს ნაკლებად ხედავს. კვირის პალიტრის ჟურნალისტის კითხვაზე - ე.წ. მცოცავი ოკუპაცია არ შეიძლება იყოს აღქმული როგორც რუსეთისგან ზეწოლის მექანიზმი? - პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "ამას ალბათ, უფრო მცოცავი ბორდერიზაცია ჰქვია".

"მაგრამ ეს, ჩემი აზრით, ნაკლებად არის ამ თამაშის ნაწილი. ნათელია ყველასთვის, რომ სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით სასაცილოა მავთულხლართის გავლება. მავთულხლართი ივლება ადამიანებისთვის და არა ტანკებისა და ჰაუბიცებისთვის. ეს მავთულხლართები იმისთვის არის, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, ვისაც სჭირდებათ ჩვენთან ურთიერთობა, გართულდეს მიმოსვლა და კომუნიკაცია", - აცხადებს მარგველაშვილი კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, რუსი მესაზღვრეები საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართებს ავლებენ.

კომენტარები