ხარშილაძის საქმე

ჭიაბერაშვილი: ეს არის გამოცხადებული დაპატიმრებების ქრონიკა

ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ ბაქოში ყოფნის დროს ისაუბრა, რომ ნამდვილად გვაქვს საქმე პროკურატურის ცალსახა მცდელობასთან, ჟვანიას ე.წ. საქმეზე დაიდოს ახალი გარემოებები. ასე გამოეხმაურა კობა ხარშილაძის დაკავების ფაქტს ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.

მისი თქმით, ოპონენტების პოლიტიკური დევნით მთავრობა ცდილობს გადაფაროს ის ტყუილები, რაც წინასაარჩევნო პერიოდში უხვად დაარიგა.

„დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა რომელმაც თქვა ტყუილი რომ ელექტროენერგია იქნებოდა 5 თეთრი, თქვა ტყუილი, რომ გაზი იქნებოდა 25 თეთრი, თქვა ტყუილი, რომ ბენზინი იქნებოდა 1 ლარი. თქვა უამრავი ტყუილი რაფალიანცის საქმეზე და ჩვენ დაგვარბრალა. თქვა ტყუილი, რომ კრედიტები გახდებოდა ან სრულიად უფასო ან დაბალპროცენტიანი. საქმე გვაქვს ტყუილების კასკადთან“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ეს ყველაფერი იყო ტყუილი, ასეთივე ტყუილია ის, რომ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში შეიძლება რამე იქნას აღმოჩენილი.

კომენტარები