პატიმართა უფლებები

ომბუდსმენის წარმომადგენლები პატიმრის ცემის ფაქტს შეესწრნენ

გლდანის ციხე
AFP

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება მსჯავრდებულ ო.გ-ს მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს - განახორციელოს სამსახურებრივი შემოწმება სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში.

ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, 2013 წლის 24 დეკემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების გეგმიური მონიტორინგისას, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ნახეს, დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი მსჯავრდებულ ო.გ-ს როგორ აყენებდა  სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ო.გ-ს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს და შესაბამისი ოქმიც შეადგინეს, რომელიც წინადადებასთან ერთად გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.

კომენტარები