ნაციონალური მოძრაობის აქცია

გიგა ბოკერია: ქვეყნის ნორმალურ განვითარებას რეალური საფრთხე უდგას

გიგა ბოკერია
tabula.ge

ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი აქციის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ხელისუფლების დღევანდელი კურსი აზიანებს ქვეყანას და საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რომ ზიანი შემცირდეს.

"რეალური საფრთხე უდგას ქვეყნის ნორმალურ განვითარებას, როდესაც იმის გამო, რომ პოლიტიკური ოპონენტი პრობლემას გიქმნის, არჩეულ თანამდებობის პირს, პირველ პირდაპირ არჩეულ მერს თბილისის თანამდებობიდან აყენებენ, ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტის რეალური შერყევა. ის რაც მოხდა იქამდე, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, ეს ყაჩაღური საქციელი პროკურორის, ეს არის რეალური განგაშის საფუძველი ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ შეკრების მიზანია, ამ პოზიციის დაფიქსირება ხმამაღლა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფს ისინი ნამდვილად ვერ გააჩერებენ და შეაშინებენ. სამწუხაროდ თითოეული დღე ამ პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაშ ყოფნის,მანამ სანამ ისინი აგრძელებენ ამ კურსს, აზიანებს ქვეყანას და ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ზიანი შევამციროთ მაინც," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები