მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ხელბურთში

ქართველმა ხელბურთელებმა ლიტვის ნაკრები 26:23 დაამარცხეს

msy.gov.ge

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი მატჩი გამართა. სპორტის სასახლეში, ქართველებმა ლიტველ ხელბურთელებს უმასპინძლებს და 26:23 დაამარცხეს.

პირველი ნახევარი მასპინძელთა ინიციატივით მიმდინარეობდა და საბოლოოდ, ანგარიშით - 15:12 დასრულდა. შესვენების შემდეგ, ლიტველები გააქტიურდნენ და ორჯერ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირეს, მაგრამ საბოლოოდ ჯგუფის ლიდერი თბილისში მაინც დამარცხდა.

პარალელურად, ჯგუფის მეორე შეხვედრაში თურქეთმა ფინეთი 25:19 დაამარცხა, შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა. ქართველ ხელბურთელებს პირველ ადგილზე გასვლის შანსიც აქვთ, რაც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 11 იანვარს ფინეთს სტუმრად დაამარცხებენ, ხოლო ერთი დღის შემდეგ, ლიტვის ნაკრები შინ, თურქეთთან დამარცხდება.

 

კომენტარები