ადვოკატთა ასოციაცია

ადვოკატთა ასოციაციაში პროკურატურიდან თანამშრომლების გათავისუფლება განიხილეს

ადვოკატთა ასოციაციამ პროკურატურიდან თანამშრომლების გათავისუფლების საქმე განიხილა. კონფერენციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე დაესწრნენ.

მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამშრომლები ოთარ ფარცხალაძეს და მის ყოფილ მოადგილეებს ზეწოლაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებდნენ.

ზემოაღნიშნულ საკითხს მთავარი პროკურატურა რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კადრები მთავარი პროკურატურიდან არაკვალიფიციურობისა და კონკურსის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა. 

კომენტარები