ვლადიმირ პუტინი

The American Interest: 2013 წლის 10 უდიდესი გამარჯვებული

ამერიკული გამოცემა The American Interest-ის მიმომხილველის უოლტერ რასელ მიდის სტატიაში "2013 წლის 10 უდიდესი გამარჯვებული", რუსეთი და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სიის სათავეში დგანან. ავტორის თქმით, ეს რეალისტური სურათია და მორალურ შეფასებებს არ შეიცავს. ჟურნალის მიმომხილველი მიიჩნევს, რომ დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორის ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მინიჭებით, პუტინმა აშშ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთმა მსხვილი გეოპოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა, როცა სირიის კონფლიქტში აშშ-ის სამხედრო ჩარევის თავიდან აცილება შეძლო. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ კრემლმა ევროკავშირთან უკრაინისთვის ბრძოლა მოიგო. მიმომხილველის თქმით, პუტინი საერთაშორისო არენაზე სუსტი ხელით თამაშობს - მის ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები აქვს, არმია კორუფციაშია ჩაფლული, მოსახლეობა კლებულობს, აღმოსავლეთიდან ჩინეთი ძლიერდება, ხოლო სამხრეთიდან ტერორიზმი, ყოველივე ამის ფონზე, პუტინის გამარჯვებები უფრო შთამბეჭდავი ხდება. ამგვარად, ავტორი ასკვნის, რომ პუტინის მთავარი სტრატეგიული კოზირი დასავლეთის სისულელეა.

სიის მეორე ადგილს ირანი იკავებს, რომლის პოლიტიკაც უფრო აგრესიული და თავდაჯერებული გახდა და მიუხედავად ამისა, თეირანმა შეძლო თავი ზომიერ და შემრიგებლურ ქვეყნად წარმოეჩინა. მესამე ადგილზე სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი გავიდა, რომელმაც სამოქალაქო ომისა და ამერიკული მუქარის მიუხედავად, ხელისუფლება შეინარჩუნა. ავტორი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი, შესაძლოა, ასადის რეჟიმის მხარდამჭერი გახდეს სირიელ მეამბოხეებზე ალ-ყაიდას მზარდი გავლენის გამო.

გამარჯვებულების სიაში ასევე იაპონია, ალ-ყაიდა, გლობალური დათბობის თეორიის მოწინააღმდეგეები, საუდის არაბეთი, გერმანია, ეგვიპტელი სამხედროები და დიდი ბრიტანეთი მოხვდნენ

კომენტარები