გიორგი მარგველაშვილი თურქეთში

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი თურქ კოლეგას აბდულა გიულს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. საქართველოს პირველი პირი ასევე შეხვდება თურქეთის პრემიერმინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს ჯემილ ჩიჩექს.

ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დაწყებამდე, გიორგი მარგველაშვილი ათათურქის მავზოლეუმს მოინახულებს. ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მცხოვრებ ქართველებსაც შეხვდება. თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი ტაო-კლარჯეთს მოინახულებს.

კომენტარები