რელიგიები

ჯემალ პაქსაძე: მივესალმები მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას

netgazeti.ge

სრულიად საქართველოს მუფთის ჯემალ პაქსაძის თქმით, ის მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ, მიესალმება. მან აღნიშნა, რომ აქამდე წინამძღვრებს ფინანსური დახმარება, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ.

"მივესალმები მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას. არაერთი ხელისუფლებისთვის მიგვიმართავს თხოვნით, რომ გვქონოდა სახელმწიფო დაფინანსების წყარო. ჩვენი ძირითადი ინტერესი ამ დაფინანსებიდან არის ის, რომ ქართული წყაროდან აიღონ ჩვენმა წინამძღვრებმა ხელფასი, რადგან ყველა ამ ქვეყნის შვილი ვართ", - აღნიშნა მუფთმა.

ჯემალ პაქსაძის თქმით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კვალი გააგრძელა.

"ჩვენ შეხვედრა გვქონდა სამი თვის წინ ბიძინა ივანიშვილთან რეზიდენციაში. 10-პუნქტიანი გეგმა შევთავაზეთ და ივანიშვილი დაგვპირდა, რომ ეტაპობრივად მოგვარდებოდა ეს საკითხები. მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გააგრძელა ბატონი ბიძინას კვალი. მადლობა ხელისუფლებას და იმედია, რომ ჩვენი ლოცვა-ვედრებით საქართველო კვლავ გამთლიანდება", - აღნიშნა პაქსაძემ.

კომენტარები