რელიგიები

საპატრიარქო რელიგიური კონფესიების ბიუჯეტიდან დაფინანსებას დადებითად აფასებს

საქართველოს საპატრიარქო

პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, შესაძლოა, კიდევ ოთხი კონფესია: მუსლიმური თემი, კათოლიკე ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესია და ებრაული თემი დააფინანსოს, საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა. საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრიარქო მთავრობის დადგენილებას დადებითად აფასებს.

"მთავრობის დადგენილებას "საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის" დამტკიცების თაობაზე, საქართველოს საპატრიარქო დადებით მოვლენად მიიჩნევს. საბჭოთა რეჟიმმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიებიც დააზარალა და მთავრობის ეს ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის გამოხატულებაა", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები