აქციები კიევში

უკრაინის ოპოზიციის მხარდამჭერი აქციის გამო, უზბეკეთში რამდენიმე პირი დააკავეს

ევრომაიდანის მხარდამჭერი აქცია ტაშკენტში
lenta.ru

უზბეკეთის დედაქალ ტაშკენტში 27 იანვარს გამართული უკრაინის დასავლური კურსის მხარდამჭერი აქციის გამო სამართადამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა შორის არიან ფოტოგრაფები უმიდა ახმედოვა და ტიმურ კარპოვი, ასევე, უკრაინული დიასპორის ადგილობრივი აქტივისტი ალექსეი ულკო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო Lenta.ru ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე აქტივისტმა 27 იანვარს ტაშკენტში ევრომაიდანის მხარდამჭერი აქცია გამართა უკრაინის საელჩოსთან და დაგმს იანუკოვიჩის ხელისუფლების ქმედებები. ისინი ქალაქში მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, სხვადასხვა ადგილას იღებდნენ ფოტოებს, თან ჰქონდათ უკრაინისა და საქართველოს დროშები. მათ მთელი დღის განმავლობაში პრობლემა არ შექმნიათ. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები აქციის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, გვიან ღამით სახლებიდან აიყვანეს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, სამართალდამცავები დაკავებულებს რას ედავებიან. როგორც lenta.ru წერს, სავარაუდოდ, მათ არასანქცირებული აქციის ჩატარებისთვის ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ.

კომენტარები