მეტროსადგურ სადგურის მოედანზე 60 წლამდე მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მატარებელი ბაქანზე შემოდიოდა. მამაკაცი დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება უკვე აღმოუჩინა. შემთხვევის გამო თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მატარებლის მოძრაობა 10 წუთით შეფერხდა.
tbl.ge/c47
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- კასპში სანიაღვრე არხის მშენებლობის დროს მიწის მასის ჩამოშლის გამო მუშა დაიღუპა
- გორში გარდაიცვალა კაცი, რომელიც ხელის ტრაქტორმა ჩაითრია
- გორში კაცს მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა
- მაშველებმა მტკვრიდან მანქანა გვიან ღამით ამოიყვანეს, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი
- სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ასურეთზე: აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება