ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გია თევდორაძე აირჩიეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გია თევდორაძე აირჩიეს. 700 დელეგატიდან 564–მა მხარი სწორედ თევდორაძეს დაუჭირა.

“ყველას დიდ მადლობას ვუხდი თანადგომისთვის და ყველანაირად ვეცდები მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა თქვენგანის იმედები გავამართლო" - თქვა თევდორაძემ.

ნაციონალური მოძრაობის შეხვედრა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა. ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ის გეგმები და სიახლეები გააცნეს, რომელზეც პარტია სამომავლოდ მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ორწლიანი პაუზის შემდეგ ხელისუფლებაში აუცილებლად დავბრუნდება. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უფრო გაძლიერდა, რაც იმის დასტურია, რომ ქართველი ხალხი ცვლილებებისთვის მზად არის.

"ბოლო 1 წლის განმავლობაში, ბაციონალურ მოძრაობას 15 000-მდე ახალი წევრი შეემატა. მსგავსი რამ ხელისუფლებაში მყოფი ბევრ პარტიისთვის სახიფათო იქნებოდა, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს წინაშე თავი დავხაროთ, რადგან ორწლიანი პაუზის შემდეგ აუცილებლად დავბრუნდებით ხელისუფლებაში", - აღნიშნა წიკლაურმა.

კომენტარები