რეზოლუცია უკრაინაზე

პარლამენტი უკრაინის თემაზე კენჭს რეზოლუციის ორ პროექტს უყრის

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის საკითხზე უმრავლესობამ და უმცირესობამ შეთანხმებას დღესაც ვერ მიაღწიეს. ნაციონალური მოძრაობა რეზოლუციაში საქართველოს დეოკუოპაციისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მითითებას ითხოვდა.

უმრავლესობამ კი, ალტერნატიული დოკუმენტი შეიმუშავა.

გადაწყდა, რომ ორივე მათგანს კენჭს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უყრიან. 

"ამ წუთის მდგომარეობით, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ერთიან ტექსტზე შეთანხმება არ არსებობს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, შევთანხმდით იმაზე, რომ სესიაზე უმცირესობა და უმრავლესობა რეზოლუციის ტექსტის თავიანთი ვერსიით გამოვა. შევჯერდით განხილვის ფორმატზეც და საბოლოოდ ვნახავთ, თუ რომელ ვარიანტს დაუჭერს პარლამენტი მხარს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში უკრაინის შესახებ რეზოლუცია გუშინ ვერ მიიღეს.

კომენტარები