ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო 120-130 რუსი მაღალჩინოსნისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას აპირებს. იმის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters იუწყება.
„შავ სიაში" მაღალი რანგის პოლიტიკოსები და სამხედროები მოხვდნენ. სანქციები ევროპაში მათი შესვლის აკრძალვას და ქონებისა და ფინანსური აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.
სააგენტოს ცნობით, ხუთ გვერდზე დაბეჭდილი სია რუსეთთან მუშაობის გამოცდილების მქონე დიპლომატებმა შეადგინეს და ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობას გადასცეს, რომელიც ამ სიაზე იმსჯელებს და საჭიროების შემთხვევაში დააზუსტებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხს 17 მარტს განიხილავენ.