ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ვანო მერაბიშვილის განცხადებით მასზე პროკურატურა ზეწოლას აგრძელებს

Reuters

ექსპრემიერისა და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, პროკურატურის მხრიდან, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მასზე ზეწოლა გრძელდება. მერაბიშვილის განცხადება მისი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

”დღეს, 2012 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფაქტზე დაკითხვის დროს, პროკურატურას კიდევ ერთხელ ჰქონდა მცდელობა, ჩემზე ზეწოლით მიეღოთ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო ჩვენება.

მსგავსი მცდელობა უკვე განხორციელდა 2013 წლის 14 დეკემბერს, როდესაც მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ფარცხალაძემ ღამის 3 საათზე პირადად შემომთავაზა ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამ საკითხზე პროკურატურამ გამოძიებაც კი არ ჩაატარა.

დღეს უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ფარცხალაძის გეგმა კვლავ ძალაშია” - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები