მერიის თანამშრომელთა დაკითხვა

საგამოძიებო სამსახურში მერიის წარმომადგენელთა დაკითხვა გრძელდება

თბილისის მერიის წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორც ტაბულას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში უთხრეს, დაკითხვაზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე, მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე და მერიის ქონების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თამარ მათიაშვილი იმყოფებიან.  

„რა თემაზე არიან დაბარებულები ამას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვახმაურებთ“, - უთხრა ტაბულას პრესსამსახურის წარმომადგენელმა. 

კომენტარები