მერიის თანამშრომელთა დაკითხვა

პროკურატურაში გია ხუროშვილს კითხავენ

pirveliradio.ge

პროკურატურაში გია ხუროშვილს კითხავენ. საბურთალოს გამგებელი ერთი საათია, საგამოძიებო უწყებაში იმყოფება. როგორც ხუროშვილმა პროკურატურაში შესვლამდე თქვა, არ იცის, რა საქმესთან დაკავშირებით ექნება გამოძიებას კითხვები.

"17 წელია საჯარო მოხელე ვარ, არასოდეს ვყოფილვარ ე.წ. ჩანჩურა საჯარო მოხელე, რომელსაც არ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც არ იცოდა, რას აკეთებდა. აქედან გამომდინარე, თითოეულ დღეზე პასუხისმგებელი ვარ. არ ვიცი, ჩემი 17-წლიანი მოღვაწეობის რომელ პერიოდს ეხება ჩემი დაბარება, მაგრამ მე მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი. ძალიან ბევრი ცილისწამება მოვისმინე უშუალოდ ჩემი მისამართით, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ სამართალდამცავი ორგანოები გაერკვევიან სიმართლეში", - თქვა ხუროშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხუროშვილის დაკითხვაზე დაბარება მის საპარლამენტო მდივნობის პერიოდს ეხება.

პროკურატურასთან საბურთალოს რაიონის გამგებლის მხარდასაჭერად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, გამგებლები და მერიის თანამშრომლები იმყოფებიან.

კომენტარები