რუსული თვითმფრინავი

შსს სოფელ ხურჩის თავზე რუსული თვითმფრინავის გამოჩენას ადასტურებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „ან-2“-ის ტიპის თვითმფრინავმა (Ан-2; „Кукурузник“) საჰაერო სივრცე დაარღვია“, - უთხრეს ტაბულას შსს-ს პრესსამსახურში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის თავზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დღეს რუსული თვითმფრინავი მაშინ გამოჩნდა, როდესაც სოფელში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას იწყებდა. თვითმფრინავი მალევე გაუჩინარდა, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში სოფლის თავზე დაფრინავდა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, სამართალდამცავებმა თვითმფრინავის გადმოფრენის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ცხელი ხაზის საშუალებით მიაწოდეს და ამჟამად ინციდენტის დეტალების დადგენა მიმდინარეობს.

კომენტარები