რუსული თვითმფრინავი

ზაქარეიშვილი: რუსული თვითმფრინავის გადმოფრენა აშკარა პროვოკაციაა

„ბუნებრივია, აშკარა პროვოკაციაა და საჭიროა, ამას სახელმწიფო ინტერესებს შესაბამისად ვუპასუხოთ და არა ისე, როგორი გათვლაც რუსეთს აქვს - აგრესიულად“, - აღნიშნავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ ხურჩაში ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსული თვითმფრინავის გადმოფრენის შესახებ საუბრისას. როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, რეაგირება ჯერ იმ სამსახურებმა უნდა მოახდინონ, რომელთა კომპეტენციაშიც საჰაერო სივრცე შედის. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის თავზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დღეს რუსული თვითმფრინავის მაშინ გამოჩნდა, როდესაც სოფელში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას იწყებდა. თვითმფრინავი მალევე გაუჩინარდა, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში სოფლის თავზე დაფრინავდა.

კომენტარები