შალვა კილაძის საქმე

უგულავას სიმამრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება

გიგი უგულავას სიმამრის შალვა კილაძის სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება, - ამის შესახებ ტაბულას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა უთხრა. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო შალვა კილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიგი უგულავას სიმამრს შალვა კილაძეს ბრალი უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის წაუყენა.

კომენტარები