შალვა კილაძის საქმე

უგულავას სიმამრს 20 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას სიმამრს შალვა კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, - ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ტაბულას უთხრა.  

როგორც ადვოკატი ამბობს, პროკურორმა სასამართლოში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარადგინა და გირაოს თანხად 100 000 ლარი მიუთითა. სასამართლომ პროკურორის  მოთხოვნა არ გაითვალისწინა. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას სიმამრს შალვა კილაძეს ბრალი უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის წაუყენა

კომენტარები