რუსეთის სამხედრო აგრესია

მიროტაძე: არ შეიძლება აგვისტოს ომის შესახებ კვლევით სპეკულირება

radio1.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის განცხადებით, "თუ ვინმე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ჩატარებულ კვლევას წინასაარჩევნოდ გამოიყენებს, ეს იქნება ამორალური საქციელი". მისი თქმით, ეს არ შეიძლება მოხდეს წინასაარჩევნოდ და მითუმეტეს, არ შეიძლება ამ თემით სპეკულირება. მიროტაძე აღნიშნავს, რომ "პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული არაფერი, მითუმეტეს, ისეთი ძალიან მტკივნეული თემა, რომელიც უკავშირდება აგვისტოს ომს". საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თავდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გენერალური შტაბი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ ჩატარებულ კვლევის შედეგებს აპრილის ბოლომდე წარუდგენს.

ანი მიროტაძის შეფასებითვე, საზოგადოებამ ჩატარებული კვლევის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს, "თუმცა, თუ არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოდ უნდა დარჩეს, ამ შემთხვევაში, ალბათ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, უნდა იყოს თუ არა ეს გაცხადებული".

კომენტარები