რუსეთის სამხედრო აგრესია

დარჩიაშვილის თქმით, შესაძლოა, აგვისტოს ომის შესახებ კვლევა პოლიტიკური იყოს

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, "არ მინდა, დავიჯერო, რომ ირაკლი ალასანიაც უშუალოდ ჩაბმას აპირებს პოლიტიკურ დევნაში, მაგრამ გამორიცხული არაფერია". დარჩიაშვილი თავდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გენერალური შტაბი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ ჩატარებულ კვლევის შედეგებს აპრილის ბოლომდე წარადგენს.

"გააჩნია, ვინ ატარებს ამ კვლევას. თუ აქ ის პიროვნებები არიან, ის სამხედროები და არასამხედროები, ვინც პოლიტიკურად ვერ ეგუებოდნენ წინა ხელისუფლებას, ეს აუცილებლად პოლიტიკურ ელფერს შეძენს ასეთ დოკუმენტს. თუ ეს წმინდა სამხედრო-ტექნიკურ  ასპექტებზეა, ვთქვათ, ტანკს როგორ უნდა ემოქმედა/იმოქმედა და ა.შ, ეს გაკეთებული იყო 2009 წელს, მათ შორის, ამერიკელების მონაწილეობით და კარგი იქნებოდა ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, უკვე დოქტრინებზე მუშაობა დაეწყოთ" - თქვა დარჩიაშვილმა.

კომენტარები