ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი

ჯაფარიძე: ნაციონალური მოძრაობა ალტერნატიულ წინადადებას დააყენებს

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტზე არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ალტერნატიული წინადადების სახით დააყენებს, - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე.

„ალტერნატიული წინადადება გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციის ფაქტი გამოვლინდა, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის განმხორციელებელ პირს ჯერ რეკომენდაციას მისცემს, თუკი არ გაითვალისწინებს, სასამართლოს მიმართავს“, - განმარტავს ზურაბ ჯაფარიძე.   

40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და რელიგიური გაერთიანება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის დარღვევისთვის სახალხო დამცველისთვის სასამართლოს გზით დაჯარიმების უფლების მინიჭებას ითხოვს

კომენტარები