ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი

პეტრიაშვილი: იმედი მაქვს, კანონპროექტს უახლოეს საათებში დაამტკიცებენ

ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლის თვალსაზრისით, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია, - მიიჩნევს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.

„კანონპროექტი მთავრობის ერთიანი პოზიციით არის ინიცირებული და მის მიღებას, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ. დიდი იმედი მაქვს, რომ კანონპროექტს უახლოეს საათებში დაამტკიცებენ“, - ამბობს პეტრიაშვილი. 

კომენტარები