უილიამ ჰეიგის ვიზიტი

ბოკერია: ქვეყანა იმსახურებს, გადადგას ნაბიჯები პოსტსაბჭოთა ჭაობიდან გასაღწევად

ნაციონალური მოძრაობის წევრები დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და გიორგი კანდელაკი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს, პოსტსაბჭოთა ჭაობიდან გასაღწევად ნაბიჯები გადადგას.

"საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით, ამ მომენტში ჩვენ გვესტუმრა ბრიტანეთის საგარეო მდივანი. დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ევროპაში, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მთავრობა ამ ვიზიტს გამოიყენებს იმ ამოცანებისთვის, რაც დგას საქართველოს წინაშე იმ ქმედებების ნაცვლად, სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ ქვეყნის შიგნით. ბუნებრივია, ჩვენი გზავნილიც ამ თვალსაზრისით არის ის, რაც საზოგადოებისთვის არის კარგად ცნობილი, რომ საქართველო იმსახურებს იმას, რომ გადადგას ნაბიჯები ამ პოსტსაბჭოთა ჭაობიდან გაღწევის თვალსაზრისით. ეს ეხება როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს მიმართულებას", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები