უილიამ ჰეიგის ვიზიტი

ჰეიგი: რეფორმები შეიძლება, მგრძნობიარე იყოს, მაგრამ მათი გატარება სწორია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის შეფასებით, საქართველოსთვის ზოგიერთი შემოთავაზებული რეფორმა შესაძლოა, რთული ან მგრძნობიარე იყოს, თუმცა, მათი გატარება სწორია. მისივე თქმით, რეფორმები მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ამას ევროკავშირი და დასავლეთი ითხოვს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ საქართველოს ინტერესებში შედის. ამის შესახებ მან მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციებისადმი მხარდაჭერა მართლაც საკმაოდ ნათელია. ზოგიერთი შემოთავაზებული რეფორმა, შესაძლოა, რთული ან მგრძნობიარე იყოს, მაგრამ მათი გატარება სწორია. განსაკუთრებით კი დამოუკიდებელი სასამართლოსთვის გაწეული სამუშაოები. სხვა რეფორმები, რომლებიც ახლა ხორციელდება, მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ამას ევროკავშირი ან დასავლეთი ითხოვს, არამედ იმიტომ, რომ ეს საქართველოს ინტერესებში შედის. ეს არის საქართველოს მისწრაფებების ნაწილი, რაც გულისხმობს დემოკრატიის კონსოლიდაციას, ინსტიტუციების გაძლიერებას, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და კანონის უზენაესობის პატივისცემას. ჩვენ კი მივესალმებით ამ ამბიციებს. ამ საკითხებზე დებატები ბუნებრივია დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მაგალითად, მივესალმებით კონსულტაციის იმ გზებს, რომლებზეც მთავრობის ადამიანის უფლების ახალი სამოქმედო გეგმა განიხილეს.

საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. დარწმუნებული ვარ, უელსის სამიტზე სენატი აღიარებს იმ პროგრესს, რასაც საქართველო განიცდის და იმ სამუშაოებს, რასაც ჩვენ ყველა ერთად ვახორციელებთ", - თქვა ჰეიგმა.

კომენტარები