ადგილობრივი არჩევნები 2014

ნარმანია ტაბულას ეთერში წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

დავით ნარმანია
RFE/RL

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია უარს ამბობს ტაბულას ეთერში წინასაარჩევნო დებატში მონაწილეობაზე. ამის შესახებ ტაბულას კოალიციის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსმა ნონა ყანდიაშვილმა შეატყობინა. მისი თქმით, ვინაიდან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დავით ნარმანიას მოსახლეობასთან, მედიასთან შეხვედრა - ღონისძიებები უკვე დაგეგმილი აქვს, ტაბულას მიერ შემოთავაზებულ პროექტში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ტელეკომპანიამ ოფიციალური წერილითაც  მიმართა მაისში დავით ნარმანიას და სთხოვდა, დაედასტურებინა დებატებში მონაწილეობა 20 მაისიდან 12 ივნისამდე პერიოდში. ჯერჯერობით ტაბულას ოფიციალური პასუხი არ მიუღია. ნონა ყანდიაშვილის თქმით, ტელეკომპანია მიიღებს ოფიციალურ პასუხს.

ტაბულა დიდი ხანია იწვევს დავით ნარმანიას ეთერში. ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში, დავით ნარმანია უარს აცხადებდა ტაბულას ეთერში სტუმრობაზე. 

კომენტარები