საქართველო NATO-ში

რასმუსენი: არჩევნები საქართველოში დემოკრატიის მომწიფების კიდევ ერთი ნაბიჯია

საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური არჩევნები კიდევ ერთი ნაბიჯია დემოკრატიის მომწიფების კუთხით, - განცხადება ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა Twitter-ის მეშვეობით გაავრცელა.

გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ ალიანსი წევრობის მსურველი ქვეყნების მდგომარეობას ინდივიდუალურად განიხილავს და ანგარიში საქართველოს შესახებ წინა წლების მიღწევებს სათანადოდ ასახავს.

რასმუსენი აცხადებს, რომ NATO მზადაა დაეხმაროს საქართველოს „თავდაცვის ამბიციურ რეფორმებში".

 

კომენტარები