ამბასადორიალი 2014

ჯაფარიძე: არ შეიძლება, ელჩები იქცეოდნენ, როგორც რუსეთის ელჩი გაეროში ჩურკინი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ელჩები საზღვარგარეთ არა მხოლოდ ინფორმაციის გამტარი უნდა იყვნენ ქვეყნიდან გარეთ, არამედ "კრიტიკაც უნდა ჩამოიტანონ და მოასმენინონ ხელმძღვანელობას აქ". ჯაფარიძე თბილისში მიმდინარე ამბასადორიალს ესწრება.

"ელჩები, მართალია, არიან ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საზღვარგარეთ, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ გამტარი ინფორმაციის, არა მხოლოდ ქვეყნიდან გარეთ, არამედ მათ შორის, როდესაც დასავლეთში ან პარტნიორ ქვეყნებში არის კრიტიკა ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, მათ ეს კრიტიკაც უნდა ჩამოიტანონ, მოასმენინონ საკუთარ ხელმძღვანელობას აქ. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ არ შეიძლება ჩვენი ელჩები იქცეოდნენ ისე, როგორც იქცევა რუსეთის ელჩი გაეროში ჩურკინი, ანუ მათი ქმედებები უნდა იყოს დამაჯერებელი და ისინი არ უნდა იყვნენ გამამართლებლები ხელისუფლების ყველა გადადგმული ნაბიჯის, მათ შორის, გაუაზრებელი ნაბიჯების და არასწორი პოლიტიკის", - თქვა ჯაფარიძემ.

კომენტარები