ოლეგ მელნიკოვის საქმე

ოლეგ მელნიკოვთან გირგვლიანის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

timer.ge

ოლეგ მელნიკოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა მისცა.

მელნიკოვის ადვოკატის, ვარლამ ბალხამიშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მელნიკოვს რეალური სასჯელი 2 წლით ვადით განისაზღვრა ასევე მიესაჯა წელიწადი და 9 თვე პირობითი სასჯელი და ერთი წლით ჩამოერთვა თანამდებობაზე ყოფნის უფლება. მისი თქმით, ოლეგ მელნიკოვის საპატიმროსთან დატოვებასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს იტყვის, რადგან მეორე საქმე, რომელშიც მელნიკოვს ბრალი წაყენებული აქვს თანამშრომლების ცემის ფაქტზე, სააპელაციო სასამართლოში განიხილება.

"გათავისუფლდება თუ არა მელნიკოვი 2014 წლის დეკემბრის თვეში, ჯერ ვერ გეტყვით, რადგანი ჩვენ სააპელაციოში გვაქვს მეორე საქმე, ვიდრე ის არ დასრულდება, ვერაფერს გეტყვით. ამ საქმეზე მელნიკოვს 3 წელი და 6 თვე აქვს მისჯილი", - აღნიშნა ბალხამაშვილმა.

ოლეგ მელნიკოვს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, სადაც მან აღიარებითი ჩვენება მისცა. ამის შემდეგ პროკურატურამ მელნიკოვთან საპროცესო შეთანხმებაზე დაიწყო საუბარი, რის გამოც მელნიკოვის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

კომენტარები