აგრარული სექტორი

სახელმწიფოს კუთვნილი 71 აგრარული საწარმოდან მხოლოდ 15 მოქმედებს

სახელმწიფო ბალანსზე არსებული აგრარული პროფილის 71 საწარმოდან მხოლოდ 15 ფუნქციონირებს - ამის შესახებ ცნობილი გახდა IDFI-სა და გადასახადის გადამხდელთა კავშირის კვლევიდან. საწარმოებს ფლობს და ზედამხედველობას უწევს 3 უწყება, აქედან უმრავლესობა - 59 საწარმო - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშაა. 

2012 წელს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა 8 მოქმედი მსხივლი საწარმოს საერთო ზარალმა 25 მილიონ ლარს გადააჭარბა და ეს იმ სუბსიდიების გამოკლებით, რომელიც კომპანიებმა სახელმწიფოსგან მიიღეს. 

კვლევის ფარგლებში გადასახადის გადამხდელთა კავშირი სახელმწიფოს ასევე აძლევს საკანონმდებლო ცვლილების შესახებ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც იურიდიული პირების კომერციული ინფორმაცია, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტის მფლობელი სახელმწიფოა გახდეს საჯარო რათა აღმოიფხვრას შესყიდვების გაუმჭვირვალობასთან არსებული პრობლემები.

კომენტარები