სირიელი მეამბოხეების წვრთნა

მოსკოვი: ჩვენს საზღვრებთან სირიელების წვრთნა სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის

golos.md

საქართველოში სირიის ოპოზიციის მებრძოლების საწვრთნელი ცენტრის შესაძლო გახსნის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. ოფიციალური მოსკოვი აღნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრებთან სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. გარდაუვალი იქნებოდა ნეგატიური შედეგები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესისათვის - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. ამავე დროს, მოსკოვი მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებებს, რომელმაც ცნობები სირიელ მეამბოხეთა წვრთნის დაწყების შესახებ უარყო, და აღნიშნავს, რომ ამ თემას თვალყურს ყურადღებით მიადევნებს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოში. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ განცხადება უსაფუძვლოა, რადგან საქართველოში არანაირი ბაზის შექმნა არ იგეგმება. საპარლამენტო უმცირესობაში კი მიაჩნიათ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

შეგახსენებთ, რომ ცნობა საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მემაბოხეების გაწვრთნის შესახებ ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მ გაავრცელა.

კომენტარები