სირიელი მეამბოხეების წვრთნა

გივი თარგამაძე: რუსეთს ეიმედება ღარიბაშვილის განცხადებები

Givi Targamadze
Tabula

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოში სირიელი მეამბოხეების წვრთნის თაობაზე ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე გამოეხმაურა. თარგამაძის თქმით, ასადის რეჟიმის შენარჩუნება რუსეთის ინტერესებში შედის.

"მათ ხელს აძლევს ასადის რეჟიმის გაგრძელება. მეამბოხეებისთვის ეს მიუღებელია, ვის შესაძლო გაწვრთნაზეც იყო ლაპარაკი - ანუ ეს რუსეთის ინტერესია. მათ ეიმედებათ ღარიბაშვილის განცხადებები. ჩვენ რა უნდა გვეიმედებოდეს, ამ შემთხვევაში ეს არის მთავარი. ყველაზე უფრო მაღალი რანგის საკითხზე არის სრული გაუგებრობა და არაჰარმონიზებული მიდგომები მმართველ გუნდში. ეს არის ჩვენთვის პრობლემა", - აღნიშნა თარგამაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის ინფორმაციას გამოეხმაურა. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის საზღვრებთან სტაბილურობას შეუქმნის პრობლემებს და ასევე ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.

კომენტარები