უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების პირველადი მონაცემებით პეტრო პოროშენკოს ბლოკი და არსენი იაცენიუკის პარტია ეროვნული ფრონტი ლიდერობს. ამ დროისთვის ბიულეტენების 27%-ია დათვლილი. მონაცემების მიხედვით, ეროვნულმა ფრონტმა ხმათა 21.67%, ხოლო პოროშენკოს ბლოკმა 21.63% მიიღეს. პირველადი მონაცემებით ხმათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
პოროშენკოს ბლოკი - 21.63%
სახალხო ფრონტი - 21.67%
სამოპომიჩი - 10. 66%
ოპოზიციური ბლოკი - 9.64%
ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტია - 7.58%
პარტია ბატკივშჩინა - 5.83%
პარტია სვობოდა - 4.61%
კომუნისტური პარტია - 3.89%
სამოქალაქო პოზიცია - 3.15%
სილნა უკრაინა - 3.11%
ამომრჩეველთა აქტივობამ 52.45% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის მოსახლეობამ. ამ მიზეზით რადაში 450-ის ნაცვლად 423 დეპუტატი შევა.
საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში