თეორემა

უკრაინის ახალი პოლიტიკური ელიტა და გამოწვევები

უკრაინაში რიგგარეშე საპარალამენტო არჩევნები ჩატარდა. ხმის დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. პირველ მეორე ადგილებს უმნიშვნელო განსხვავებით უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბლოკი და ყოფილი პრემიერის, არსენი იაცენუკის სახალხო ფრონტი იყოფენ. მესამე ადგილზე ნაციონალისტური მიმართულების ძალა, სამოპომოშჩია რომელსაც ლვოვის მერი ხელმძღვანელობს. მეოთხე ადგილზე გავიდნენ ვიქტორ იანუკოვიჩს პოლიტიკური ძალის, რეგიონების ნარჩენები - პრორუსული მიმართულების ოპოზიციური ბლოკი - მათ 10 პროცენტზე ნაკლები აქვთ. მეხუთე ადგილზე რადიკალური პარტიაა. ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ამ მომენტისთვის გადალახული აქვს იულია ტიმოშენკოს პარტია ბატკივშინას. ბარიერთან ახლოსაა პარტია სვაბოდა, ოლეგ ტიაგნიბოკის მეთაურობით.

პირველად უკრაინის დამოუკიდებლობის განმავლობაში საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს კომუნისტებმა.

რითია გამორჩეული ეს არჩევნები და რამდენად შეძლებს ახალი პოლიტიკური ელიტა იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომლებიც უკრაინის წინაშეა, ამ თემაზე ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლევან თარხნიშვილს ვესაუბრებით.

კომენტარები