კრიზისი კოალიციაში

დასავლური ანალიტიკური გამოცემები საქართველოს პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურებიან

მაშინ, როდესაც მმართველი კოალიცია პოლიტიკური კრიზისის ციებ-ცხელებას მოუცავს, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს კრიტიკას არ აკლებენ, საერთაშორისო საზოგადოება მიმდინარე პროცესებს აქტიურად ეხმიანება, დასავლურ მედიაში კი არაერთი ანალიტიკური სტატია გამოქვეყნდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

ჟურნალი The Economist სტატიას აქვეყნებს სათაურით ქართული ოცნების მაღვიძარა ზარი, სადაც სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ 2003 და 2007 წლების შემდეგ კიდევ ერთმა მშფოთვარე ნოემბერმა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე სერიოზული გავლენა შეიძლება იქონიოს.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ამერიკული გამოცემა Foreigh Policy-ც ეხმაურება სათაურით - პრობლემები თბილისში. ანალიტიკური სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა იშლება და ამას მისი ყველაზე პროდასავლელი პოლიტიკოსიც უკან მიჰყვება. ავტორის აზრით ირაკლი ალასანიას გადაყენებამ მყიფე "ქართული ოცნება" შეარყია და კოალიციის იმიჯი საფრთხის წინაშე დააყენა. ავტორი ფიქრობს, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები მართლაც იძლევა ღელვის საფუძველს.

კომენტარები