დაპირისპირება ახმეტაში

ახმეტასთან ადგილობრივებსა და ქისტებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა

სოფელი მატანი
tabula.ge

ტაბულას ინფორმაციით, სოფელ მატანში ქალაქ ახმეტასთან ახლოს ქისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ქისტებს, რომლებიც დაზარალებული ჯოყოლა აჭიშვილის მოსანახულებლად საავადმყოფოსთან იმყოფებოდნენ, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სცემეს. დაზარალებულები ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს. დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს ადგილობრივი პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ. 

როგორც ტაბულასთვისაა ცნობილი, ქისტები პანკისის ხეობაში დაბრუნდნენ, თუმცა ადგილზე კვლავ რჩება მობილიებული სპეცრაზმი, რომლის იქ ყოფნას შსს კვლავ არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ახმეტაში ქართული ოცნების წევრებმა რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ნოდარ ჭიჭიაშვილს სცემეს. პოლიციამ ალხანაშვილები დააკავა, თუმცა ადგილობრივების ცნობით დეპუტატ ზურაბ ზვიადაურის ძმის თხოვნით გაათავისუფლეს. ამას დაპირისპირება მოჰყვა დაკავებულებისა და დაზარალებულების ახლობლებს შორის. დაპირისპირების დროს დაშავდა ეთნიკურად ქისტი ჯოყოლა აჭიშვილი.

კომენტარები