თეორემა

კაბელგეიტი ჯამაჰირიაში

კაბელგეიტის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციასთან წვდომა კანონდარღვევით თავდაცვის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატებს შეუზღუდეს. როგორც პრემიერი ამტკიცებს, არც მან იცის იმაზე მეტი, ვიდრე ოფიციალური წყაროებიდან გაცხადდა. სამაგიეროდ იცის ბატონმა ბიძინამ - მისი სატელევიზიო გამოსვლიდან ბევრი ისეთი რამ შევიტყვეთ, რაც პროკურატურის, ან რომელიმე სხვა ოფიციალური უწყების განცხადებაში არ ყოფილა.

ივანიშვილი ნიშნისმოგებით აღნიშნავდა, რომ მისი თქმით კორუმპირებულმა ალასანიამ ზოგიერთ მის კითხვებზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო. ვერც ის გაიგო, რა დროს კაბელებია, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ტყვია წამლის ფული არ აქვს ივანიშვილს არ აუხსნია, რატომ არ აქვს თავდაცვის სამინისტროს ტყვია წამლის ფული, მაშინ როდესაც პრემიერი და ნუნუ თამაზაშვილი 20 ათასლარიანი ბილეთებით და მრავალრიცხოვანი ამალით დაფრინავენ საზღვარგარეთ, ხოლო მის სადიდებლად პარლამენტის თავმდჯომარის ხელმოწერით 200 000 ლარიანი სტატიები იბეჭდება საერთაშორისო პრესაში.

როგორ აღმოჩნდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ივანიშვილის ხელში, უნდა დაიწყოს თუ არა ამ საკითხზე გამოძიება, უნდა დაიკითხოს თუ არა ივანიშვილი და ზოგადად, რა ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის უნარიანობას კაბელგეიტმა - ამ თემაზე, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელს, გიორგი მუჩაიძეს ვესაუბრებით.

კომენტარები