ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე თავდაცვის სამინისტროსა და კვების კომპანიის თანამშრომლების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ინტერპრესნიუსის ცნობით, პროცესი თბილისის საქალაქოს სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებული პირების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდებას ითხოვს.